03:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 11:16:31, 2229 ნახვა

ეკონომიკა
სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული, გაერთიანდება

„აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით მიმდინარე  წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა  და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული.

განახლებული პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აცნობს.

ღონისძიებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.

„აწარმოე საქართველოში“  პროგრამის ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს,  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები.

როგორც აღინიშა, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ერთიანი ქუდის ქვეშ დაგეგმილია სახელწმიფო მხარდაჭერის უკეთესი სტრუქტურიზება/სეგმენტირება  და ეკონომიკის საჭიროებებზე უფრო უკეთ მორგება, ტექნიკური დახმარების გაძლიერება, სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ასევე „აწაროე საქართველოს“ ფარგლებში ახალი, ინფრასტრუქტურის კომპონენტის დამატება, რომელიც გულისხმობს მეწარმეობისთვის მომიჯნავე ინსფრასტრუქტურის  მოწყობაში მხარდაჭერას, ინდუსტრიული და სასტუმროების განვითარების მიმართულებით.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2 წელიწადია ხორციელდება.

საქართველოში შეიქმნა ქართული პროდუქტი, ადგილობრივი კომპანიები უშვებენ ნაწარმს, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს იმპორტი, ამ პროდუქციის ხელშეწყობის მიზნით თბილისის მერიის მხარდაჭერით ქალაქში შერჩეულ ლოკაციებზე იგეგემება საკვირაო გამოფენა-გაყიდვების ორგანიზება, სადაც  საქართველოში ნაწარმოები ხარისხიანი პროდუქცია გაიყიდება.

გარდა ამისა, „აწარმოე საქართველოში“ ბრენდის ქვეშ  მსხვილ ჰიპერმარკეტებსა და სხვა სავაჭრო ობიექტებში  ქართული პროდუქტის სადემონსტრაციო ბრენდირებული კუთხეები და დახლები მოეწყობა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და ასევე სასჯელაღსრულებისა  და პრობაციის სამინისტრო, ეკონომიკის  სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის  ფარგლებში თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ საჯარისო ნაწილებსა და პენიტენციალურ  სისტემებში ქართული პროდუქტის მოხმარების ამაღლებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics