02:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 08:41:34, 953 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის სიძესთან ერთად დაჭრილია მისი მეგობარიც

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძესთან ერთად მისი მეგობარიც დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ექიმები არ აკეთებენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური გუშინ საღამოს ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. მას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics