01:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 11:42:16, 2761 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის ადგილზე საკუთარი სიძის დანიშვნას გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეტრი სახლის უფროს მრჩევლად თავისი სიძე, ჯარედ კუშნერი დაასახელა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, 35 წლის კუშნერი დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მას თეთრ სახლში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჩართულობა დაევალება.

ამასთან, მედიის ცნობით, კუშნერს სახელმწიფოს მართვის გამოცდილება არ აქვს. 

გარდა ამისა, ამერიკული მედია არაერთგვაროვან შეფასებებს აკეთებს. დემოკრატიული პარტიის წევრების თქმით, მსგავსმა დანიშნვამ შესაძლოა ინტერესტთა კონფლიქტი გამოიწვიოს და კანონს არ შეესაბამება. 

ცნობისთვის, "კუშნერმა გადაწყვიტა ხელფასი დათმოს და ადმინისტრაციაში იმსახუროს".

ტელეკომპანია CNBC -ის ცნობით, ტრამპის ქალიშვილი, ივანკა, რომლის ქმარი კუშნერია, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში არ იმუშავებს და ფოკუსირებას ბიზნესზე მოახდენს. ასევე ის Trump Organization-ში საკუთარ თანამდებობასაც დატოვებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics