00:14 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 11:28:16, 2738 ნახვა

მსოფლიო
ბაღდადში აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტი აღმოსავლეთ ბაღდადში, ბაზრის ტერიტორიასთან ახლოს მოხდა.

მედიის ცნობით, ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. შინაგან საქმეთა მინისტრ საად ბაანის განცხადებით, ბაზრის დაცვამ აფეთქებამდე საეჭვო ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. ავტომობილი ადგილიდან დაიჭრა, თუმცა თავდამსხველებმა ამავე დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს და ბაზრის შესასვლელთან მდგომი ავტომობილი ააფეტქეს. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია. 

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს ქვეყანაში მომხდარ ტერორისტულ აქტებს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ახორციელებდნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics