01:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 15:50:38, 1171 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა საშობაო მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრები გადასცა

ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

პრეზიდენტის სასახლეში ალილოს მსვლელობის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა საშობაო საჩუქრები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გადასცა.

„დღეს, ამ მშვენიერ მზიან დღეს მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული; დღე, როდესაც ჩვენში იბადება ერთმანეთის სიყვარული, ერთმანეთისათვის მხარდაჭერისა და გაზიარების უნარი. ეს მშვენიერი რიტუალიც ამის გამოხატვაა, როდესაც ჩვენ გვაქვს უნარი გვიყვარდეს ერთმანეთი და ვუზიარებდეთ სიკეთეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შობის „მახარობლებმა“ტრადიციული ალილოც შეასრულეს.

ცნობისთვის, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მსვლელობა თეატრალიზებულია, ისმის მრავალჟამიერი და საგალობლები. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ და სარკმეველს აკმევენ.

საშობაო ალილოში სასულიერო პირების გარდა, მრევლი და სტიქაროსნები, ასევე მწყემსები და მოგვები მონაწილეობენ. ურმები საშობაო ნობათით არის დატვირთული.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics