01:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 15:05:00, 1195 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს

საშობაო ალილოს მონაწილეები პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

მათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები: ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე და მარიამ ჯაში დახვდნენ.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა მსვლელობის მონაწილეებს ტკბილეული გადასცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თბილისის საკრებულოსკენ მიემართებიან.

ცნობისთვის, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით საშობაო მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობას წინ სასულიერო პირები და ანგელოზის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები მიუძღვებიან. მსვლელობა თეატრალიზებულია, ისმის მრავალჟამიერი და საგალობლები. სასულიერო პირები შემხვედრებს ნაკურთხ წყალს აპკურებენ და სარკმეველს აკმევენ.

საშობაო ალილოში სასულიერო პირების გარდა, მრევლი და სტიქაროსნები, ასევე მწყემსები და მოგვები მონაწილეობენ. ურმები საშობაო ნობათით არის დატვირთული.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდეგაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.

შეგახსენებთ, საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა საქართველოში 2000 წლიდან აღდგა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics