|
2016-12-29 15:50:38, 977 ნახვა
პოლიტიკა
VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიას პეტრე ცისკარიშვილი უხელმძღვანელებს, მდივანი კი, ნინო კალანდაძე იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ პირველი სამუშაო სხდომა გამართა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, კომისიამ აირჩია თავმჯდომარე - პეტრე ცისკარიშვილი, კომისიის მდივანი - ნინო კალანდაძე და დაამტკიცა კომისიის დებულება. VII ყრილობის საორგანიზაციო კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ 25 დეკემბერს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს მიმართეს, ეთხოვა პოლიტიკური საბჭოს წევრებისათვის, მონაწილეობა მიეღოთ კომისიის სრულად დაკომპლექტებაში, რაც ასე არ მოხდა. „როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ 6 დღის წინ პოლიტიკური საბჭოს 30-მა წევრმა კომისიის ექვსი წევრი დაასახელა. ჩვენ, კომისიის უკვე დასახელებულმა წევრებმა, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მანამ არ ჩაგვეტარებინა სხდომა, სანამ პოლიტსაბჭოს დანარჩენი წევრები არ დაასახელებდნენ კომისიის სხვა წევრებს. მეტიც, 25 დეკემბერს მივმართეთ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, ეთხოვა პოლიტიკური საბჭოს წევრებისათვის, მონაწილეობა მიეღოთ კომისიის სრულად დაკომპლექტებაში, რაც, სამწუხაროდ, დღემდე არ მოხდა. კომისიის პირველი სხდომის კიდევ გადადება გამოიწვევდა ყრილობის საორგანიზაციო საქმიანობის შეფერხებას, ვინაიდან აუცილებელია რიგი საკითხების სწრაფად გადაწყვეტა. ამავე დროს ვაცხადებთ, რომ კომისიის დანარჩენი წევრების დასახელება შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ეტაპზე, რასაც მივესალმებით. კომისიის მუშაობის პრინციპია გამჭვირვალეობა და ჩართულობა. დღეს მიღებული დებულების მიხედვით კომისიაში მუშაობის სრული უფლება აქვთ: პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სამდივნოს წევრებს, საქართველოს პარლამენტში და აჭარის უზენაეს საბჭოში ენმ-ს წარმომადგენლობას, საკრებულოს წევრებს, საქალაქო/რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება ბევრი ჩვენი თანაპარტიელი და მხარდამჭერი ჩაერთოს საორგანიზაციო პროცესში, გვქონდეს დისკუსია და განსხვავებული მოსაზრებების განხილვა. საორგანიზაციო კომისიის წევრები მზად ვართ ვისაუბროთ ნებისმიერ პროცედურულ საკითხზე, რომელსაც ჩვენი კოლეგები წარმოდგენენ. დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა რაიონული კონფერენციების საორგანიზაციო ტექნიკური რეკომენდაციების პროექტი. ჩვენ გადავწვიტეთ გადავდოთ ამ რეკომენდაციების განხილვა და მივმართავთ პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრებები. ჩვენი მიზანია შეთანხმების მიღწევა. შეგახსენებთ, რომ კომისიის სრულად დაკომპლექტების პარიტეტული პრინციპი და ყრილობის ორგანიზების წესები დამტკიცებულია 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს მიერ. საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა კომისიის ფარგლებში უნდა მოხდეს და არა ისევ პოლიტსაბჭოზე, სადაც შიდაპარტიული დაპირისპირების მეტი ალბათობაა. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პოლიტსაბჭოში, მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში და ხელი შეუწყონ ყრილობის ორგანიზებულად ჩატარებას. ნაციონალური მოძრაობის წევრების 20 იანვრის მრავალათასიანი შეკრება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყებისათვის“,-ნათქვამია განცხადებაში.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)