22:31 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 15:23:24, 1159 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო

დღეიდან თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, არდადეგებს წინ  საახალწლო ღონისძიებები უსწრებდა, რომელიც ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა.

ახალი წლის მოახლოება ბაღებში ტრადიციული ზეიმებით აღინიშნა, სადაც პატარებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრისა თუ მულტფილმის გმირი განასახიერეს.

შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ბავშვების მხიარულ წინასაახალწლო განწყობაზე თოვლის პაპებმა და სანტა კლაუსებმაც იზრუნეს.

ყველა ბაღის აღსაზრდელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრები გადაეცა.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics