01:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 19:58:27, 2259 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია: „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა კერძო ინიციატივის წახალისების ერთ-ერთი პირდაპირი და წარმატებული მიმართულებაა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს პრემიერ მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის მორიგი გამარჯვებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. 

პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში კიდევ ცხრა გამარჯვებული პროექტი  გამოვლინდა როგორც დედაქალაქიდან, ისე საქართველოს რეგიონიდან მრეწველობის, მომსახურების, სოფლის მეურნეობის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურ ელემენტებს, ემსახურება საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული ან სრულიად ახალი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის ჩანაცვლებას. 

„ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ის, რომ ინიციატივიანმა ადამიანმა შეძლოს წამოიწყოს კონკრეტული საქმე, რაიმე ბიზნესაქტივობა, რომელიც ბენეფიტის მომტანი იქნება მისთვისაც და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც დაასაქმებს. ეს არის კერძო ინიციატივის წახალისების ყველაზე პირდაპირი და ვფიქრობ, ძალზე წარმატებული მეთოდი. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ არსებობს კერძო ინიციატივის წამახალისებელი  სხვა პროექტებიც, მათ შორის  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც რეგიონებში ძალიან წარმატებით ხორციელდება.  ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს აძლევს მარტივ შესაძლებლობას თავიანთი აქტივობა დააკონვერტირონ და მიიღონ კონკრეტული შედეგები“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

„სტარტაპ საქართველოს“ პროგრამა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მიერ ერთობლივად ხორციელდება. პროგრამის პირველი შესარჩევი კონკურსი 2016 წლის ივნისში გამოცხადდა. ინოვაციურ კომპონენტში დაფინასება 720 პროექტიდან 36-მა მიიღო, ხოლო მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 20 პროექტი დაფინანსდა. პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს, გამარჯვებულების დაჯილდოება კი წელიწადში რამდენჯერმე ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics