23:50 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:09:22, 1106 ნახვა

პოლიტიკა
რაულ ხაჯიმბა: ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს დადებითს არაფერს არ აძლევს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთის მოსახლეობას აქვს უფლება, გამოიყენონ საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული შესაძლებლობები, - ამის შესახებ რაულ ხაჯიმბამ პრესკოფნერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-აბხაზია" ავრცელებს. 

როგორც დე ფაქტო პრეიზიდენტმა აღნიშნა, ჟენევის დისკუსიები აფხაზეთს დადებითს არაფერს არ აძლევს.

"ჟენევის დისკუსიები ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ. მეტი არაფრისთვის. ჟენევის დისკუსიები არაფერს დადებითს არ ძლევს აფხაზეთს. საუბარი მიმდინარეობს გარკვეულ ჰუმანიტარულ ასპექტებზე, თუმცა როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას -  ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს ის უფლებები, რომლებზეც თქვენ ზრუნავთ, რატომ არ ვრცელდება ისინი ჩვენზე? რატომ ვერ გადიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ ჩვენი სპორტსმენები, მსახიობები? რატომ ითხოვენ ჩვენგან გალის რაიონის მცხოვრებლების უფლებების დაცვას? ვინ თქვა, რომ ჩვენ მათ ვავიწროვებთ? მოგონილი ისტორიიბი კარგს არაფერს მოიტანს. ამიტომ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობასაც, განურჩევლად მისი ნაციონალური შემადგენლობისა, აქვს უფლება, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომლებსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს", - განაცადა ხაჯიმბამ.

ამასთან, ხაჯიმბამ გალის რაიონის მცხოვრებლების პასპორტიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics