|
2016-12-27 13:17:14, 918 ნახვა
საზოგადოება
Be.ge-ში შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკა განვადებით შეიძინოთ
Be.Ge ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართული ინტერნეტ მაღაზიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა და დღემდე წარმატებით უზრუნველყოფს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მიწოდებას. აღნიშნული ინტერნეტ მაღაზიის პრიორიტეტს წარმოადგენს ქართულ ელექტრონულ კომერციაში ახალი სტანდარტების დამკვიდრება. აქედან გამომდინარე, მაღაზიის პრიორიტებებია: პროდუქციის ფართო ასორტიმენტი; მისაღები ფასები; დეტალური ინფორმაცია პროდუქტების შესახებ; მოქნილი და ინდივიდუალური მიწოდების სერვისი; პროდუქციის შეძენისა და ანგარიშსწორების ინოვაციური და მარტივი სისტემა. გარდა ამისა, Be.ge მომხმარებელს საშუალება საძლევს სხვადასხვა დანიშნულების საოჯახო ტექნიკა განვადებით შეიძინოს, შესაძლებელია ონლაინ განვადების გაფორმებაც. ონლაინ განვადების გაფორმება საკმაოდ მოქნილი და მოსახერხებელი პროცედურაა და საჭიროებს მხოლოდ რამდენიმე მარტივი საფეხურის გავლას: 1. აირჩიეთ სასურველი პროდუქტი; 2. არჩეული პროდუქტის დასაჯავშნად be.ge ქოლ-ცენტრის ოპერატორს დაუკავშირდით; 3. დააწექით ღილაკს „განვადებით ყიდვა“; 4. შეავსეთ ონლაინ განვადების ფორმა და ბანკის გადაწყვეტილებას დაელოდეთ. ამ პროცედურის გავლის შემდეგ ოპერატორი დაგიკავშირდებათ და პასუხს შეგატყობინებთ. თუ ონლაინ განვადებას არ აკეთებთ, მაშინ აუცილებელია ონლაინ მაღაზიის მენეჯერისგან ინვოისის მიღება (შესაძლებელია ელ.ფოსტით), განვადების ოფიცრისათვის წარსადგენად. როგორც ხედავთ, ინტერნეტ მაღაზია BE.GE განვადების გაფორმების მაქსიმალურად გაუმჯობესებულ და გამარტივებულ პირობებს გთავაზობთ. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენი კურიერი თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილას მოგაწვდით შერჩეულ პროდუქტს. მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმდებს (თბილისში მიწოდება უფასოა). ამჟამად, BE.GE საქართველოს ოთხ წამყვან ბანკთან თანამშრომლობს. ჩვენი პარტნიორები არიან: ბანკი "რესპუბლიკა", საქართველოს ბანკი, ლიბერთი ბანკი და TBC ბანკი. გარდა ამისა, ონლაინ განვადებით სარგებლობა უკვე ორგანიზაცია CrediTech-შიც შეგიძლიათ. ონლაინ მაღაზიაში შეძენილ ყველა პროდუქტზე მწარმოებლის ოფიციალური გარანტია მოქმედებს. საგარანტიო მომსახურება ავტორიზირებული სერვის ცენტრებით, უზრუნველყოფილია მომხმარებლის მიერ წარდგენილი საგარანტიო ტალონის საფუძველზე, რომელიც არ უნდა იყოს დაზიანებული და აუცილებელად უნდა შეიცავდეს გაყიდვის თარიღსა და ონლაინ მაღაზიის ბეჭედს. კორპორატიული მომხმარებლებისთვის 10 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე სპეციალური ფასდაკლება ვრცელდება. ამ ეტაპზე ინტერნეტ მაღაზია Be.ge 1000-ზე მეტ ორგანიზაციას ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)