|
2016-12-25 13:44:19, 2681 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ტუ-154-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს
რუსეთის ხელისუფლება ამ ეტაპზე ტუ-154-ის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით ტერაქტის ვერსიას გამორიცხავს. როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, ტერაქტის შესახებ ინფორმაციაზე მსჯელობა ახლა უადგილო იქნება. „ამ დროისთვის ვისაუბროთ იმ მიზეზებზე რის გამოც განიცადა ტუ- 154-მა ავიაკატატროფა ნაადრევი იქნება“,-წერია საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. ტელეკომპანია „ენ-ტე-ვეს“ ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი შესაძლოა, გამხდარიყო ჩიტი, რომელიც ძრავაში შევარდა. ამ ვერსიას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში არ ამყარებენ და აცხადებენ, რომ დეტალური ინფორმაცია შავი ყუთის ნახვის შემდგომ გახდება ცნობილი. ასევე, თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ექსპერტების მტკიცება, რომ თვითმფრინავი ექსპლუატაციაში არ უნდა ყოფილიყო ნაადრევია. ცნობილი ხდება, რომ ტუ- 154 გამოშვებული იყო 1983 წელს. თვითმფრინავმა ფრენა სულ 6689 საათი შეასრულა. რამდენიმე ექსპერტმა გამოთქვა, მოსაზრება რომ თვითმფრინავი შესაძლოა ტექნიკუარდ გაუმართავი ყოფილიყო.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)