22:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 20:07:07, 2752 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მოკლული რუსი დიპლომატი, ანდრეი კარლოვი მოსკოვში დაკრძალეს

თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოსკოვის სასაფლაოზე დაკრძალეს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება. 

მედიის ცნობით, დაკრძალვამდე ანდრეი კარლოვის ცხედარი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში დაასვენეს. სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და პერმიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მიიღეს, პატრიარქმა კირილემ კი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადა. დაკრძალვის ცერემონია სამხედრო პატივით გაიმართა.

ცნობისთვის, 21 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა მოკლულ დიპლომატს რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი კარლოვი 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნის დროს მოკლეს. მას 22 წლის მევლუთ მერთ ალთინთაშმა ესროლა, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი იყო. ის პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე მოკლა. თურქეთმა და რუსეთმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცეს და მკვლელობის ერთობლივ გამოძიებაზე შეთანხმდნენ. რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics