21:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:36:06, 2662 ნახვა

მსოფლიო
გაერო-ში სპეციალური ორგანო შეიქმნება, რომელიც სირიაში სამხედრო დანაშაულებს გამოიძიებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალური ორგანოს შექმნას, რომელიც სირიის კონფლიქტის დროს სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე მტკიცებულებებს შეაგროვებს, მხარი დაუჭირა. 

არსებული ინფორმაციით, ახალ ორგანოს ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება და შემდეგ მათი მტკიცებულებების სახით სასამართლოზე წარდგენა დაევალება.

მედიის ცნობით, რეზოლუციას  გენერალური ასამბლეის 105 წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. 15 კი წინააღმდეგ გამოვიდა, მათ შორის რუსეთი, სირია, ირანი, ჩინეთი, კუბა და ვენესუელა. 52-მა ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ავტორები ლიხტენშტეინი და ყატარი იყვნენ. 

რეზოლუციის მიღების გამო უკმაყოფილება გაერო-ში სირიის მუდმივმა წარმომადგენელმა გამოთქვა. ბაშარ ჯაფარის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი გაერო-ს წევრი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაა. მისივე თქმით, ის კონფლიქტის მოგვარებას საფრთხეს უქმნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics