|
2016-12-22 08:48:52, 2350 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევროს ჯილდო დააწესა
გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის, 24 წლის ტუნისელი ანის ამრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, ეჭვმიტანილს მთელი ევროპის ტერიტორიაზე ეძებენ. პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ანის ამრი შესაძლოა, შეიარაღებული და საშიში იყო. როგორც მედია იტყობინება, ანის ამრი 1992 წელს ტუნისის ქალაქ ტატავინში დაიბადა. თავის სამშობლოში ის ცნობილია, როგორც რადიკალური ისლამის მიმდევარი. BBC-ის ინფორმაციით, ევროპაში ის არალეგალურად ჩავიდა 2011 წელს. მას ერთდროულად სამი პასპორტი ჰქონდა - ტუნისის, ეგვიპტისა და ლიბანის მოქალაქეების. გერმანული მედიის ცნობით, ამრი იტალიაში 2012 წელს ჩავიდა, გერმანიაში კი 2015 წელს გადავიდა, სადაც თავშესაფარი მოითხოვა და 2016 წლის აპრილამდე დროებითი ცხოვრების უფლება მიიღო. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლების განცხადებით, ანის ამრის გერმანიაში თავშესაფარზე ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისში უთხრეს. უნდა მომხდარიყო მისი დეპორტაცია, თუმცა ტუნისი პროცესს აჭიანურებდა და გერმანიაში საჭირო დოკუმენტებს არ აგზავნიდნენ. გერმანიის პოლიციამ აღიარა, რომ 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში განხორციელებულ თავდასხმამდე ამრი პოტენციურად საშიში ადამიანების სიაში იყო, რაც მის რეგულარულ შემოწმებას ითვალისწინებდა. ის ჯერ კიდევ იანვარში შიყვანეს იმ პირთა სიაში, რომლებსაც ექსტრემისტებთან აქვთ კავშირი. გამოცემა Bild-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყბინება, რომ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან”, რომელმაც ბერლინში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა. გავრცელებული ცნობით, ანის ამრი დაშავდა პოლონელ მძღოლთან ბრძოლისას, რომლის სატვითო მანქანაც მან გაიტაცა და ტერაქტის დროს გამოიყენა. მძღოლის, ლუკაშ ურბანის ცხედარი მანქანაში იპოვეს. მას ჯერ დანით, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული. შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)