20:19 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 13:50:37, 1073 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში იბარებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განმარტებით, ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა ანგარიში ხალხის არჩეულ პარლამენტს უნდა ჩააბარონ.

“როდესაც პარლამენტმა დაიწყო განხილვა, რომ დაემტკიცებინათ მორიგი მთავრობა, ლარის კურსი იყო 2.53, დღეს კურსი 2.80-ს გადაცდა. ესაა უზარმაზარი ვარდნა ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში. ეკონომიკური გუნდის მინისტრები მოვიდნენ და ანგარიში ჩააბარონ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს. მათ უარი თქვეს, ხალხს ჩააბარო ანგარიში. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მოვიდნენ და ხალხს აუხსნან რაშია საქმე, როდის შეიძლება ეს გაჩერდეს. ქუმსიშვილის ვკითხე, ლარის რა კურსზე გადადგება ის ფინანსთა მინისტრობიდან და პასუხი არ გამცა. დღესაც იგივეს გავიმეორებ, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ხალხის გაღარიბება?“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics