05:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 15:18:54, 1631 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველოს მთავრობის სახელით მკაცრად ვგმობ თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს

„საქართველოს მთავრობის სახელით, მკაცრად ვგმობ უკანასკნელ პერიოდში თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს, სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ტერაქტების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას“,-ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგასთან, ბინალი ილდირიმთან შეხვედრაზე  განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, საუბრისას, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთის რესპუბლიკა, მრავალი წელია, ერთიანი ძალისხმევით ავითარებენ თანამშრომლობას მთელი რიგი მიმართულებებით.

მხარეებმა „ევრაზიის გვირაბის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრების  შეფასებით, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელი გვირაბი ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ქმნის და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივის განხორციელებაში.

ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსაც დაეთმო.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics