21:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 13:26:27, 2497 ნახვა

მსოფლიო
„ნუ გვეთამაშებით“ - სროლა ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან

ანკარაში აშშ-ის საელჩოსთან, რუსეთის ელჩის ანდრეი კრილოვის მკვლელობიდან რამდენიმე საათში სროლა მოხდა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სროლის დროს არავინ დაშავებულა. 

როგორც თურქული მედია იტყობინება, მომხდარი სროლის შემდეგ თურქეთში ამერიკული დიპლომატიური მისიები დაიხურა. 20 დეკემბერს უსაფრთხოების მიზნით ანკარაში მდებარე საელჩო, ასევე საკონსულოები სტამბოლსა და ადანაში არ იმუშავებს. 

ანკარაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა თურქეთში მყოფ ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამასთან, BBC-ის ცნობით, გვაინ ღამით სამართალდამცველებმა საელჩოსთან სროლაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს. 

სამართალდამცველების თქმით, მამაკაცმა ჰაერში 8-9 ჯერ გაისროლა, რის შემდეგაც ის დააკავეს. ინციდენტის დროს მამაკაცი ყვიროდა “ნუ გვეთამაშებით”.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics