19:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 11:49:42, 2273 ნახვა

მსოფლიო
BBC - დონალდ ტრამპის კომპანიამ შესაძლოა, ბათუმში „ტრამპ თაუერის” მშენებლობის ლიცენზია გააუქმოს

ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კომპანია რამდენიმე დეველოპერულ პროექტში მონაწიელობას აღარ მიიღებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, Trump Organisation-მა ლიცენზირებული შეთანხმება სასტუმროების მშენებლობებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანიდან უკვე გამოითხოვა და იგივეს საქართველოში გეგმავს.

ტრამპის ადვოკატ ალან გარტენის განცხადებით, დეველოპერებმა აღნიშნულ ქვეყნებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები არ შეასრულეს.

ამასთან, სააგენტო AP წერს, რომ ტრამპის ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა განპირობებული იყოს, საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტის სურვილით, რადგან მსგავსი ურთიერთობები მის როგორც პრეზიდენტის რეპუტაციისთვის დამაზიანებელი იქნება.

ასე მაგალითად, Trump Organisation-ის პარტნიორი აზერბაიჯანში ანარ მამედოვი, ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრის შვილი  იყო, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ.

მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში Trump Organisation-მა 4 შვილობილი კომპანია დახურა და ასევე ბრაზილიაში ლიცენზირებული შეთანხმება გაწყვიტა.

ბრაზილიაში, აზერბაიჯანში და საქართველოში Trump Organisation-ი საკურორტო ზონაში სასტუმროების აშენებას აპპირებდა, თუმცა არცერთ ქვეყანაში მშენებლობა დასრულებული ამ ეტაპზე არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics