16:37 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 21:28:01, 1818 ნახვა

პოლიტიკა
იაპონიის ელჩი საქართველოში: იაპონია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიისა და ოკეანეთის მხრიდან

იაპონია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიისა და ოკეანეთის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანიმ საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც იაპონიის ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ის მოხარულია, რომ საქართველოს ურთიერთობები  წინ მიდის ევროკავშირთან, ნატო-სთან და სხვა ქვეყნებთან.

„იაპონია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აზიისა და ოკეანეთის მხრიდან. გვინდა, მოგილოცოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ახალი მთავრობისა და პარლამენტის ფორმირება. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ურთიერთობები  წინ მიდის ევროკავშირთან, განსაკუთრებით სავიზო ლიბერალიზაციის საკითხში, ნატო-სთან და სხვა ქვეყნებთან“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა.

სადღესასწაულო მიღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ "უკიდურესად მნიშვნელოვანია ის ურყევი პოზიცია, რომელიც იაპონიას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აქვს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics