08:06 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 16:15:58, 1298 ნახვა

საზოგადოება
ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციას „დეკრიმინალიზაცია 2016“ მართავს.

აქციის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ წელსვე გამოაცხადოს მოხმარების დეკრიმინალიზაცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში დეკლარირებულ მიმართულებად და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლებაზე.

„მოძრაობას მიაჩნია, რომ სწორედ ეს თარიღი უნდა იქცეს 10 წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ. ჩვენ, საზოგადოება, საბოლოდ ვაცხადებთ, რომ ამოიწურა დრო, როდესაც ადამიანებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო სახელმწიფო პოლიტიკა საკუთარი ძალადობის ინსტრუმენტებად აქცევდა, სტატისტიკის, ბიუჯეტისა და ციხის შესავსებად იყენებდა.

აქციის მიზანია მოუწოდოს განახლებულ პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს დაიწყონ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით წინასაარჩევნო დაპირებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მრავალწლიანი მოთხოვნების სისრულეში მოსაყვანად.

საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე. ამ მიმართულებით “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” ფარგლებში მზადდება საკანონმდებლო ინიციატივაც, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობას, პლატფორმაში გაერთიანებულ ორმოცამდე ორგანიზაციასთან ერთად, სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ერთადერთ მართებულ ალტერნატივად მიაჩნია“, - ნათაქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics