|
2016-12-09 12:44:45, 811 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 28-ე სხდომა გაიმართა
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით, სუამ-ის საგრეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა. სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა ანდრეი გალბურმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტერიალზე, მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო ურთიერთქმედების მიმართულებით. მინისტრებმა, ასევე, ისაუბრეს და დადებითად შეაფასეს სუამ+ ფორმატის თანამშრომლობა ორგანიზაციის ძირითად პარტნიორ ქვეყნებთან (აშშ, იაპონია) და სხვა საერთაშორისო, მათ შორის რეგიონულ ორგანიზაციებთან. სხდომაზე, საქართველომ 2017 წელს სუამ-ის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საბჭოს წარუდგინა საქართველოს თავმჯდომარეობის პროგრამა „ერთად - ძლიერი სუამ-ისთვის" და ისაუბრა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა გადაწყვეტილებებს საორგანიზაციო საკითხების შესახებ და გაფორმდა სხდომის ოქმი. 8 დეკემბერს, ჰამბურგში, ასევე გაიმართა სუამ+იაპონია ფორმატის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ხოლო იაპონურ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ნობუო კიში (Nobuo KISHI). შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ფორმატის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობას და ისაუბრეს მისი გაღრმავების პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ხელმოწერილი „სუამ-იაპონიის თანამშრომლობის პროგრამის" ("GUAM-Japan Cooperation Program") ფარგლებში ახალი ინიციატივებისა და პროექტების შემუშავებისა და იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე. სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს იაპონურ მხარეს აქტიური მხარდაჭერისთვის და პარტნიორობისთვის, ასევე, სუამ-ის ექსპერტებისთვის ყოველწლიური სემინარების ორგანიზებისთვის, სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით. შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა სუამ-იაპონიის ერთობლივი განცხადება პრესისათვის.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)