|
2016-12-07 12:15:11, 1115 ნახვა
საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა - „მსხვილი სახელმწიფო საწარმოების მართვაზე პოლიტიკური გავლენა იკვეთება“
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ქვეყნის სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის პრევენციის საკითხებზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ საქართველოში სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა მთელი რიგი ხარვეზებით ხასიათდება: კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოს დაარსების კრიტერიუმებს და ლეგიტიმურ მიზნებს, არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ერთიანი სისტემა, ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის სფეროში არსებული კანონმდებლობა მცირე გამონაკლისების გარდა, სახელმწიფო საწარმოებზე არ ვრცელდება, კანონმდებლობა არ ადგენს სახელმწიფო საწარმოების დირექტორებისა და დირექტორთა საბჭოების წევრების დანიშნვისა და გათავისუფლების გამჭვირვალე წესებს, რაც როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი ხარვეზია, ამ საწარმოებში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის, ასევე მათ საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის პრევენციის მხრივ. არ არსებობს სახელმწიფო საწარმოების მოგების განაწილების მკაფიო მეთოდოლოგია და ქმედითი სისტემა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არ არის სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის მაკოორდინირებელი ეფექტური ორგანო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ინფორმაციით, ასევე მთელი რიგი პრობლემები იკვეთება კვლევის ფარგლებში შერჩეული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის ანალიზიდან. კერძოდ საწარმოებს, არ აქვთ ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციის შიდა მექანიზმები. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით აშკარად იკვეთება, პოლიტიკური ზეგავლენა საწარმოების მართვაზე, რაც მმართველ თანამდებობებზე ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დანიშნვაში გამოიხატება. კვლევამ ასევე გამოავლინა, სახელმწიფო საწარმოებში თანამდებობის პირთა ოჯახის წევრების დასაქმების არაერთი შემთხვევა. კვლევამ დაადგინა, რომ მმართველი პარტიის შემომწირველთა შორის საწარმოების ხელმძღვანელი პირებიც არიან. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული პრაქტიკის საფუძველზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", ხელისუფლებისთვის კონკრეტული რეკომენდაციები წარმოადგინა, რომელთა განხორციელებაც ორგანიზაციის შეფასებით ხელს შეუწყობს სახელმწიფო საწარმოებში კორუფციის რისკების შემცირებას და მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტურობის ზრდას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)