|
2016-12-05 14:03:35, 2074 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სამინისტროში დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს სამინისტროში დასაქმებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობებს ღირსეულად და ჯეროვნად ასრულებენ. მინისტრის განცხადებით, შეზღუდული შესაძლბელობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშწყობა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. „კოლეგებო, ფინანსთა სამინისტროში თქვენი საქმიანობა იმის დასტურია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ცნება პირობითია - ჩვენ ერთად ვმონაწილეობთ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში. დიდ მადლობას გიხდით თქვენი დაუღალავი შრომისთვის, ნოვატორული იდეებისა და მიზანდასახულობისათვის. მეამაყება, რომ ჩვენ ერთად ვქმნით თანასწორ გარემოს საზოგადოების ყველა წევრისათვის," - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, ფინანსთა მინისტრის პირველის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ფინანსთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. „ჩვენ მომავალშიც მაქსიმალური ყურადღებით მოვეკიდებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების საკითხებს და მათ საშუალებას მივცემთ მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი ცოდნა და რესურსი. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრო ზრუნავს შშმ პირებისთვის როგორც ადაპტირებული სამუშაო სივრცის მოწყობისა და შესაფერისი გარემოს უზრუნველყოფის, ასევე ჩვენს სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციებზე დასასაქმებლად, მათი შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვის მიმართულებით. შემოსავლების სამსახურის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის - საბაჟო-გამშვებ პუნქტებში, სერვისცენტრებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მოწყობილია სპეციალური პანდუსები", - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა. უკვე მრავალი წელია, უწყება ცდილობს შექმნას თანასწორი გარემო საზოგადოების თითოეული წევრისთვის, აღმოფხვრას ის სოციალური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციას. ფინანსთა სამინისტრო შშმ პირების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საჯარო უწყებებს შორის -დღეისთვის სხვადასხვა პოზიციაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 პირი მუშაობს. ფინანსთა სამინისტრო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო უწყება, მომავალშიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, განსაკუთრებით, ახალგაზრდების დასაქმებას, მათ თვითრეალიზაციას და პროფესიულ ზრდას. ფინანსთა სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად ქმნის თანასწორ გარემოს საზოგადოების თითოეული წევრისთვის! (NS)
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)