|
2016-12-01 19:17:42, 932 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ველით, ევროკავშირი ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით, გევროკავშირსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს საქართველოსა და ევროკავშირთან მაქსიმალურად მიახლოების ძალისხმევის განუხრელი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, საქართველოში არსებულ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულება უცვლელია-გავაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს მივუახლოვოთ. მოუთმენლად ველით ასოცირების დღის წესრიგის განახლებულ ვარიანტს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მსურს შევეხო რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ასოცირების შეთანხმების საქართველოში განხორციელების პირველ ანგარიშს, რომელიც ადასტურებს ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ნაწილში. კონკრეტული მიღწევები გვაქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის, სამართლის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის, გაზრდილი ინვესტიციებისა და ევროკავშირთან ვაჭრობის კუთხით, რაც მყარ საფუძველს ქმნის ამ მიმართულებით შემოდგომი წარმატებისთვის. მზაობას გამოვხატავთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ამბიციური ურთიერთობის შესაძლებლობები, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო ინტერესებს თანაბრად ემსახურება. ამ პროცესში ევროკავშირის ჩართულობა ძლიერი მასტიმულირებელი მექანიზმების უზრუნველყოფით კრიტიკული მნიშვნელობისაა დიფერენცირებული და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომისთვის და ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ძირითადი მამოძრავებელი პრინციპი. ამ საკითხს მივყავართ ვიზა-ლიბერალიზაციამდე, რომელსაც ტრანსფორმაციის ძლიერი ეფექტი გააჩნია ფართომასშტაბიანი რეფორმების კონტექსტში და ქვეყნის მოქალაქეებს უშუალოდ ხელშესახებ სარგებელს აძლევს. რადგან საქართველომ ყველა მოთხოვნა წარმატებით შეასრულა, ველით, რომ მის ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დააწესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. საქართველო ევროკავშირის ძირითადი მოკავშირეა უსაფრთხოების სფეროში და ეს განსაკუთრებით აღინიშნა კიდეც ანგარიშში. ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. მზად ვართ თანამშრომლობა მეტად გავზარდოთ, რათა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში გაწერილმა ხედვამ პრაქტიკული განხორციელება ჰპოვოს. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის ჩართულობა სამეთვალყურეო მისიების ფარგლებში - ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო და აქტიური მედიაციის მექანიზმია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, რაც მყარ გარანტიებს იძლევა მშვიდობის და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაციისა და მცოცავი ანექსიის შედეგად წარმოქმნილი მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული გარემოებების მიმართებით. დასკვნის სახით თბილი მიღებისა და საინტერესო იდეების გაცვლისთვის მსურს კვლავ გამოვხატო მადლიერება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, ბატონი დონალდ ტუსკისადმი“,-განაცხადა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი კვირიკაშვილმა დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)