22:25 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 11:17:02, 2097 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაიის (IOM) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორს, არგენტინა საბადოშს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში შსს-ს მიერ განხორციელებული რეფორმები და მიღწევები განიხილეს. მხარეებმა შეაჯამეს შს სამინისტროსა და IOM-ს შორის არსებული წარმატებული, მჭიდრო თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ილიანა დერილოვა და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე.

ცნობისთვის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 1993 წლიდან მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე მუშაობს. IOM შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს, მათ შორის, უწყების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ევროპული სტანდატების შესაბამისად ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics