|
2016-11-29 22:49:42, 865 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე: ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, დახვეწაა
ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი განცხადებით, მოქმედ კონსტიტუციაში ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია. მისივე თქმით, ხარვეზების არსებობაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს. "ჩვენი ამოცანა არის კონსტიტუციის დახვეწა. ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ. ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია მოქმედ კონსტიტუციაში. სერიოზული ხარვეზებია და ამაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა არ დაწყებულა, თუმცა ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დაიწყება, მას შემდეგ, რაც სპეციალური ფორმატი შეიქმნება. ის აქვე ამბობ, რომ ფორმატი იქნება ფართო და მასში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. მანვე აღნიშნა, რომ წინა ფორმატი, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, პრობლემებს შეიცავდა, რის გამოც ფორმატმა ვერ იმუშავა. კობახიძემ პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უფლება წარადგინოს ან მონაწილეობა მიიღოს კანონის შემოქმედების პროცესში. "პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება. სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმატი გვაქვს, პრეზიდენტი ვერ იქნება ინიციატორი ამ მიმართულებით, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ის კანონის შემოქმედების პროცესში პოსტფაქტუმ ერთვება, რაც ვეტოში გამოიხატება. კანონპროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტი.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)