20:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 18:12:05, 1377 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: ბურთი ბრიუსელის მოედანზეა - საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოსთვის და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების მომავალ წლამდე გადადების საკითხს გამოეხმაურა.

დოლიძე ამბობს, რომ, საქართველოს  ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს  და ჯერი ბრიუსელზეა.

  მისივე განმარტებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მხოლოდ გარკვეული პროცედურული საკითხებია დარჩენილი.

დოლიძე  იმედოვნებს, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობას ძალიან მალე შეძლებენ.

 „მთავარია, საქართველოს აქვს შესრულებული  უკლებლივ ყველა ვალდებულება, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით იქნება ეს გათვალისწინებული,  თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც გვეკისრებოდა ჩვენ მანამდეც და შემდგომაც. მოგეხსენებათ, ახლა არის ბურთი სწორედ  ევროკავშირის მოედანზე, სადაც ჩვენ ევროკომისიასა  და ევროპარლამენტს შორის  ველოდებით საბოლოო შეთანხმებას ეწ. შეჩერების მექანიზმის თაობაზე. როგორც ჩანს ამ მექანიზმზე დეკემბრის განმავლობაში ვერ თანხმდებიან, უფრო კონკრეტული თარიღი დანიშნეს და 18 იანვარი გამოაცხადეს, არ არის ცუდი. არმინდა ვადებზე ვისაუბრო, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია  და  დარჩა მხოლოდ პროცედურები ბრიუსელში,  კიდევ ერთხელ ვიმეორებ  ნიშნავს იმას, რომ ბურთი არის სწორედ ბრიუსელის მოედანზე. საქართველომ ეს ვალდებულებები უკვე შეასრულა. იმედი მაქვს,  საქართველოს და უკრაინას თანამოქალაქეები ძალიან მალე  დაწიყებენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის ე.წ შეჩერების მექანიზმს სავარაუდოდ 2017 წლის 18 იანვარს განიხილავს. ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics