|
2015-03-23 10:27:21, 833 ნახვა
სამართალი
შსს: ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო პოზიტიურად არის შეფასებული
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2015 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ასევე მოხვდა ანგარიში საქართველოში 2014 წლის განმავლობაში ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ანგარიშები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველწლიურად ქვეყნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოცემულ ანგარიშში აღნიშნული კუთხით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიურად იქნა შეფასებული. „კერძოდ, ანგარიშში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისის თვეში 2.7 ტონა თხევადი ჰეროინის ამოღების ფაქტი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო გზით გადატანილი ჰეროინის ამოღების სავარაუდოდ ყველაზე დიდ ოდენობას წარმოადგენს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის 2014 წლის განმავლობაში განხორციელებული თანამშრომლობის მნიშვნელობა და ამერიკის დახმარება ქართული მხარისთვის ტრენინგების და სასწავლო ვიზიტების ორგანიზების, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უწყებათაშორისი ანტინარკოტიკული კინოლოგიური დანაყოფის შექმნის კუთხით. ანგარიშში ასევე პოზიტიურად აღინიშნა საქართველოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და მისი 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის მიღების ფაქტი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ნარკოდამოკიდებულებისა და მისგან გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, საქართველოში ამ კუთხით არსებულ ვითარებაზე მონიტორინგის, კოორდინაციის და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. გარდა ამისა, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებმაც დაარეგულირა ნარკოტიკების უკანონოდ მოხმარებასა და ნარკოტიკული საშუალებების იმპორტირებასთან დაკავშირებული საკითხები. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის მაისის ცვლილებების შედეგად 2013 წელთან შედარებით 90 პროცენტით შემცირდა კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ფაქტები და რომ, ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა მნიშვნელოვანი ანტი-ნარკოტიკული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების თავიდან აცილების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. აქვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთან და ზოგადად ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა რჩება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებად და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას ამ კუთხით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)