|
2015-03-22 18:59:35, 1063 ნახვა
ეკონომიკა
თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოში ინვესტიციების გაზრდის საკითხები განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხები განიხილა. ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოს საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებსა და იმ საკითხებზე საუბარი, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. შეხვედრა სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა და მას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, თურქეთის ელჩი საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუ და ოთხმოცამდე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ის არის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსთვის, თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად არის მილიონ ორასი ათას ადამიანზე მეტი. დღეს ჩვენ ვხვდებით თურქ ბიზნესმენთა ასოციაციას და გვინდა, არაფორმალურ გარემოში, გულწრფელად ვისაუბროთ იმაზე, როგორ წავახალისოთ კიდევ უფრო კომპანიები, რომ მათ განახორციელონ ახალი ინვესტიციები საქართველოში“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოსთან ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ასევე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქენან. ო. ილდირიმმა. მისი განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის ძალიან წარმატებული სავაჭრო ურთიერთობებია და არსებობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა საქართველოში ინვესტიციების გაზრდის. „დღევანდელი შეხვედრაში მონაწილეობს დაახლოებით ოთხმოცი ფირმა, უმეტესობა არის ერთობლივი ქართულ-თურქული კომპანია. ურთიერთგაგებით ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხებზე და მე მგონი, კარგი შედეგიც გვექნება. მოგეხსენებათ, მთელს რეგიონში არის გლობალური კრიზისი, ეს შეიმჩნევა არამარტო საქართველოში, არამედ ასევე რუსეთში, აზერბაიჯანში, თითქმის თურქეთშიც და ესეც არის ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა“ - აღნიშნა ქენან. ო. ილდირიმმა. შეხვედრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმაც. მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 270 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა თურქეთიდან საქართველოში და ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული იყო 2014 წელი. „შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ გავაცნოთ, რა გეგმები აქვს მთავრობას, რა ცვლილებები განხორციელდება თუნდაც დაბეგვრის, ბიზნესის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“ - განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და დღეისთვის ოთხმოცამდე ბიზნეს-სუბიექტს აერთიანებს. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების პროცესებში. ასოციაციის წევრი კომპანიები, რომელთა შორის არის ერთობლივი საწარმოებიც, საქართველოში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)