|
2016-11-25 15:28:46, 1231 ნახვა
კომენტარი
ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილს: ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი წინასაარჩევნო ლოზუნგი ცინიკურად ჟღერს?!
ხომ არ გეჩვენებათ, რომ თქვენი წინასაარჩევნო ლოზუნგი სწრაფი განვითარების შესახებ ძალიან ცინიკურად ჟღერს?!, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძროაბის" დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, სავალუტო პონდის მიერ საქართველოს ეკონომიკურუ ზრდის პროცესის შემცირება, "კიდევ უფრო სუსტ ლარს" გულისხმობს. "ეს ნიშნავს ფასების, სიღარიბის, გაჭირვებულების ზრდას, ამ ისედაც, თქვენს მიერ გაღარიბებულ ქვეყანაში. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ ეს თქვენი და თქვენი კოლეგების მიერ 4 წლის განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შედეგია, რომელმაც კიდევ უფრო მეტი გაჭირვება მოიტანა. 2015 წლის მარტში ლარის პირველი, ყველაზე დიდი დევალვაციის შემდეგ თქვენ ასევე, წარმოადგინეთ ბ-ნ ხადურთან ერთად, 4 პუნქტიანი გეგმა. მაგრამ ამან ლარს ვერ უშველა. რა გარანტია უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი 4 პუნქტიანი გეგმა არის ის რაც სჭრიდება ჩვენი ეკონომმიკის გაჯანსარებას", - მიმართა ჭიაბერაშვილმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)