05:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 17:43:04, 787 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე სამადაშვილს: თქვენ ამბობდით, რომ ასეთი მაღალი კრიმინალის გამო, ქვეყანა უვიზო რეჟიმის ღირსი არ არის

გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატების პროგრამას უსმენენ შელაპარაკება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ვიზალიბერალიზაციის საკითხით დაინტერესდა, რაზეც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ იქნება.

„სამწუხაროდ, თქვენ იყავით ის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ეთერში გამოდიოდით და ამბობდით, რომ ქვეყანა, სადაც ასეთი მაღალი კრიმინალია, არ არის ღირსი, ევროპამ უვიზო რეჟიმი მიანიჭოს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. იცით, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება. ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ ამ სიკეთით“, - განაცხადა ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics