|
2016-11-24 16:59:24, 727 ნახვა
საზოგადოება
„გირჩი“ პრეზიდენტს: წლების განმავლობაში თქვენ ათასობით ახალგაზრდას წაართვით ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი
"გირჩი" სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართავს. ბატონო პრეზიდენტო, გუშინ თქვენ განაცხადეთ, რომ მხარს უჭერთ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო გაწვევის აღდგენას სამინისტროს პირადი შემადგენლობის დანაკლისის აღმოფხვრის მოტივით. ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა, იცით თუ არა, რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური? სავალდებულო სამხედრო სამსახური არის ახალგაზრდა მამაკაცებისთვის გარკვეული ვადით თავისუფლების აღკვეთა სახელმწიფოსგან ძალადობის შიშით. თავისუფლებააღკვეთილი ოთხი ახალგაზრდა მამაკაციდან სამს, აიძულებთ დგომას სახელმწიფო უწყებების შლაგბაუმებთან და სასჯელაღსრულების ობიექტების კოშკურებზე სხვა თავისუფლებააღკვეთილი ადამიანების სადარაჯოდ. ამ ფორმით თქვენ, საქართველოს კონსტიტუციას გარანტი, არღვევთ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ შრომა თავისუფალია. გასაგებია, რომ თქვენი მთავარი არგუმენტი ქვეყნის უსაფრთხოებაა, რომელსაც თქვენი აზრით, პირადი შემადგენლობის, ადამიანურ ენაზე კი პერსონალის დეფიციტის პრობლემა აქვს და ამ საბაბით ოთხიდან ერთ ადამიანს აიძულებთ დაგიცვათ. იცით თუ არა, რომ ამ წლების განმავლობაში თქვენ უკვე ათასობით ახალგაზრდას წაართვით ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. იმისთვის, რომ ახალგაზრდა მამაკაცები სახელმწიფოს კლანჭებს დაუსხლტნენ, ისინი, ნამდვილი პატიმრების მსგავსად, საკუთარ სხეულს ფიზიკურ დაზიანებას აყენებენ; საჭიროებისა და სურვილის გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის გახანგრძლივების მიზნით განზრახ არ სწავლობენ და არც გამოცდებს აბარებენ; მიდიან ქვეყნიდან; ერთი წლით საკუთარი თავის გამოსასყიდად გიხდიან 2000 ლარს და ა.შ., კონკრეტული ოჯახის ფინანსური შესაძლებლობისა და ადამიანების კრეატიულობის შესაბამისად. ოთხიდან ერთი ადამიანი, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უკარით თავი, ის ახალგაზრდაა, ვინც გამოსასყიდი ვერ გადაგიხადათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება ვერ შეძლო და სხვა მეთოდების გამოყენებაც არ მოინდომა. თავს იტყუებთ ან ღრმად ცდებით, თუ გგონიათ, რომ საქმე საქმეზე თუ მიდგება, ამ ადამიანებს თქვენი დაცვა ენდომებათ. გვესმის, რომ მთავარსარდლის როლის მორგებას ცდილობთ, მაგრამ იმდენი უნდა გესმოდეთ, რომ თუ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების თავისუფალ ნებას პატივს არ სცემს, მაშინ ამ მოქალაქეებს სახელმწიფოს პატივისცემას ვერავინ მოსთხოვს", - წერია მიმართვაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)