|
2016-11-24 10:09:52, 710 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს მრავალათასიანი ყრილობა ჩაატაროს
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მასშტაბური ყრილობის მოწყობისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა. ყოფილმა პრეზიდენტმა მოსახლეობას ვარდების რევოლუციის 13 წლისთავი მიულოცა. "მეგობრებო, დღეს, როგორც არასდროს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის როლი შეუცვლელია ქართული სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა გზას აირჩევს ახლა ჩვენი პარტია: გადაიქცევა ხალხისგან იზოლირებულ ვიწრო პარტიულ ჯგუფად და ამ ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომებს, რამაც გაუადვილა ივანიშვილს ამოცანა, დაამატებს ახალ შეცდომებს თუ, ამის საპირისპიროდ, ავანგარდში ჩაუდგება საერთო სახალხო დემოკრატიულ მოძრაობას. ჩემთან შემოსულია ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დელეგატთა შერჩევის ორი თვისობრივად განსხვავებული წესი. პირველი წესი ითვალისწინებს ყრილობის ჩატარებას 2 ათასი დელეგატის შემადგენლობით, მეორე წინადადება კი, ყრილობის ბევრად უფრო წარმომადგენლობით მოდელს გვთავაზობს - მინიმუმ სამჯერ მეტი დელეგატის მონაწილეობით. ჩემთვის პირველი წესი არ არის საკმარისად წარმომადგენლობითი, დემოკრატიული და არ აქვს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი. ასევე მიუღებელია ამ ვარიანტში მოყვანილი დელეგატების შერჩევის წესიც. 2003 წლის შემდეგ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს ჩაუტარებია ყრილობა მრავალათასიან დელეგატზე ნაკლები შემადგენლობით. დღეს, გაყალბებული საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, ისე, როგორც არასდროს ნაციონალური მოძრაობის წევრებს, მის გმირულ აქტივს და მხარდამჭერებს აქვთ განცდა, რომ პარტიის მმართველი რგოლი აღარ ასახავს უმრავლესობის აზრებს და მისწრაფებებს. ამიტომ, დღეს პარტიის უმრავლესობას აქვს განსაკუთრებული სურვილი, რომ თავად ჩაერთოს პარტიის ბედის გადაწყვეტაში. ამას ორიათასდელეგატიანი ყრილობა ვარანაირად ვერ უზრუნველყოფს. ასეთი მიდგომა გააჩენს ჩვენი მთავარი ამოცანების მიღწევისთვის უკიდურესად საზიანო განცდას, რომ პარტია არ ისმენს მისი წევრების და ამომრჩევლების უმრავლესობის აზრს. ჩემი ღრმა რწმენით, ეს სხვა არაფერია, თუ არა არასათანადო პატივისცემა საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მიმართ. ეს სრულიად დაუშვებელია", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ყრილობა არის ახალი ეტაპი პარტიის ისტორიაში და ამ ეტაპის უმთავრესი გამოწვევა არის ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა. "მე, ისევე როგორც პარტიის წევრთა და მხარდამჭერთა უმრავლესობა, ვთვლი, რომ ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში ჩვენი ყრილობა უნდა დაეფუძნოს ხალხის ჩართულობასა და მაქსიმალურად ღია და ფართო მონაწილეობის შესაძლებლობას. ამ მიზნის მიღწევას გამორიცხავს ხელოვნურად შეზღუდული ფორმატი. დღეს ჩვენი პარტია ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც იბრძვის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის და მისი პროდასავლური და დემოკრატიული მომავლისთვის. თუ ჩვენ საქართველოში გვსურს დემოკრატია, მაშინ პირველ რიგში ამ პარტიამვე უნდა მისცეს ხალხს დემოკრატიულობის მაგალითი. ამიტომაც, მე მხარს ვუჭერ ყველა რაიონული პარტიის ოფისის დაუყოვნებლივ გახსნას და მუშაობის განახლებას, მათ მიერ დელეგატების შერჩევას და ყრილობის მოწვევის მაქსიმალურად ფართო, დემოკრატიულ, წარმომადგენლობით ვარიანტს, რომელიც მოცემულია ყრილობის დელეგატთა მოწვევის მეორე ვერსიაში; და მოვუწოდებ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და ჩვენს თანამებრძოლებს აქტიურად დაუჭირონ მხარი სწორედ ამ წესს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)