17:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 13:33:29, 854 ნახვა

სამხედრო
იზორია: ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია

ჩვენი უნარით უნდა შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და აგრესიის თავიდან აცილება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც ხელი ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

იზორიას თქმით, საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ საბრძოლო მზადყოფნა მაღალი იყოს.

„ჩვენ, ჩვენი უნარით უნდა შევძლოთ ყველანაირ საფრთხეს გავცეთ ადეკვატური პასუხი, ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და საბრძოლო მომზადების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებ”, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რატიფიკაციის კანონს, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ, ხელი მოაწერა.

„რატიფიცირებულ იქნას კანონი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics