19:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 10:23:54, 1588 ნახვა

სამართალი
Bild - ნიურნბერგში პენსიონერის ყაჩაღურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პოლიციის მახეში გაება

გერმანული მედიასაშუალებები, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განხორციელებული, ერთობლივი, მასშტაბური ღონისძიებების  შედეგად, 2013 წელს ნიურნბერგში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის თბილისში დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

გამოცემა „ბილდის“ სტატიაში ნათქვამია, რომ „ნიურნბერგში პენსიონერი ქალბატონის ყაჩაღური მკვლელობიდან სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ დანაშაულში ეჭვმიტანილი მეორე პირიც დაკავებულია. როგორც პროკურატურა იტყობინება, იგი საქართველოს პოლიციის მახეში გაება და სწორედ იქ წარდგება მართლმსაჯულების წინაშე“.

„ბავარიის რადიოს“ ცნობით: „30 წლის მამაკაცი 19 ნოემბერს საქართველოში დააკავეს. კრიმინალურმა პოლიციამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირი საქართველოში იმყოფებოდა. პროკურატურამ დასახმარებლად ქართველ კოლეგებს მიმართა. 2016 წელს ამ პირის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება დაიწყო. 30 წლის მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება“.

გამოცემა „ნორდბაიერნი“ იუწყება, რომ „მორხუტის საქმის მეორე თანამზრახველი სამი წლის განმავლობაში ძებნაში იყო. შაბათს მისი დაკავება საქართველოს პოლიციამ შეძლო“.

საქართველოს შს სამინისტროს მიერ ჩატარებული დაკავების ოპერაციის შესახებ ოფიციალურ ცნობას ავრცელებს ნიურნბერგ-ფიურტის პროკურატურა. მთავარი პროკურორის სახელით გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ძებნის ღონისძიებების წარმატებით დასრულება და სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობის საფუძველზე, ქართული სამართალდამცავი უწყებების მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში დროულად მიღება, მხარეებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.

შეგახსენებთ, გერმანიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი თბილისში, 19 ნოემბერს დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics