20:04 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 17:22:13, 750 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ საწარმო ,,ხახუტა" დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალი საწარმო ,,ხახუტა" დაათვალიერეს და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. 
საწარმოს მუშაობის შესახებ ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს შპს ,,ხახუტას" დირექტორმა ნოდარ შერვაშიძემ გააცნო.

საწარმო თუნუქის სახურავებსა და პროფილებს აწარმოებს და ასევე წიბოების ლამინირებას ახორციელებს. ახალი საწარმო „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში წელს ამოქმედდა. ინვესტორმა 427 000 დოლარი დაფინანსება მიიღო და ხელშეკრულების მიხედვით 1200კვ.მ ტერიტორიაზე საწარმო მოაწყო. დღეისათვის საწარმოში ჯამში 80 მოქალაქეა დასაქმებული და კომპანიის განცხადებით ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, პროექტ „აწარმოე საქართველოს" ფარგლებში რეგიონში 8 საწარმომ ისარგებლა და გააფართოვა თავიანთი წარმოება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics