21:10 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 09:42:40, 1655 ნახვა

სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის შვიდმა მაცხოვრებელმა დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

"სულ ჩაბარებულია: 9 გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ. აბრეზი, 4 521 საბრძოლო ვაზნა, 93 ხელყუმბარა, 33 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 22 შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი, 4 ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 13 დეტონატორი,  ავტომატურის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 6 მჭიდი და 9 საკვამლე კოჭა.

ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა  ვარგისია სროლისთვის.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics