18:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 14:00:50, 1828 ნახვა

სამართალი
მამაკაცს, რომელმაც სოფელ ლიაში მშობლებს თავები მოკვეთა, ფსიქიკური პრობლემები აქვს

წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 35 წლის მამაკაცს, ფსიქიკური პრობლემები აქვს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფელ ლიას რწმუნებულმა ვახტანგ კვირკველიამ განუცხადა, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ბავშვობიდან აქვს, თუმცა აქამდე აგრესია არასდროს გამოუხატავს.

"ფსიქიურად დაავადებულმა შვილმა 88 წლის მამა და 83 წლის დედა ნაჯახით მოკლა. ის ბავშობიდან არის ფსიქიკურად აშლილი, მაგრამ არც ოჯახის წევრებთან, არც გარშემომყოფებთან აგრესიული არასდროს ყოფილა, მეზობლებსაც ეხმარებოდა, ამიტომ, ის არსად გადაყვანას არ საჭიროებდა. ახლა რა მოხდა არავინ იცის, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს. თავისი და, მეზობელთან იყო გადასული, სწორედ ამ დროს მოხდა ეს ამბავი დაახლოებით 3 საათის წინ. როგორც მე ვიცი, დედის გვამი აივანზე იპოვეს, ხოლო მამის ერთ-ერთ ოთახში", - განაცხადა კვირკველიამ.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში მამაკაცმა მშობლებს თავები მოკვეთა. მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics