|
2016-11-19 09:53:07, 874 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში იმყოფება, სადაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ავრელებს. პატრიარქი მოსკოვში 17 ნოემბერს ჩავიდა. ილია მეორეს ვნუკოვოს აეროპორტში რუსული ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია) დახვდნენ. საქართველოს პატრიარქთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში. ცნობისთვის, 23 ნოემბერს, გიორგობას, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)