|
2016-11-18 14:25:46, 2170 ნახვა
მსოფლიო
ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი საჭიროების შემთხვევაში რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმედი გამოთქვა, რომ ახალადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ობამამ აღნიშნა, დონალდ ტრამპმა ასევე ის სფეროები უნდა მონახოს, სადაც რუსეთთან თანამშრომლობას შეძლებს. “ვიმედოვნებ, რომ არჩეულ პრეზიდენტს ექნება მსგავსი კონსტრუქციული მიდგომა და იპოვის სფეროებს, რომლებშიც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან თანამშრომლობა. თუმცა მან ასევე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსეთს, როდესაც ის საერთაშორისო ნორმებს არღვევს”, - განაცხადა ობამამ. ბარაკ ობამას თქმით, მან ანგელა მერკელთან მინსკის შეთანხმებების შესრულებამდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთანავე, მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთისა და გერმანიის ურთიერთობებში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა, კანცლერის თქმით, ბერლინი დანტერესებულია მოსკოვთან კარგი ურთიერთობებით. რაც შეეხება სირიის კრიზისს, ობამას ნაკლებად სავარუდოდ მიაჩნია, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში პოლიტიკას შეიცვლის. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვი და დამასკო სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაში კვლავ დაადანაშაულა.
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)