00:31 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 12:34:56, 739 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მმართველ ძალას ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და თამამი მოქმედებისაკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ პარტიას მიმართავს და ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად აქტიური და არაორდინალური ნაბიჯებისაკენ მოუწოდებს.

„დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს.  მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც  მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს", - მიმართა „ქართულ ოცნებას" საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას ქუთაისში.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყველაზე მეტად არსებული ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და მძიმე სოციალური პირობები აწუხებს. დღეს ჩვენი ხალხი, ახალი პარლამენტისა და მომავალი მთავრობისგან პრობლემათა გადაჭრას ელის.

„ამიტომ მივმართავ მმართველ პარტიას - დღეს თქვენ გაქვთ ყველა შესაძლებლობა თქვენს მიერ გაცემული ყველა დაპირების  შესასრულებლად - პირველყოვლისა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც ნამდვილად ძლიერი იარაღია ნებისმიერი რეფორმის განსახორციელებლად.

თქვენ გაქვთ საზოგადოებისგან  ახლადმონიჭებული სრული პოლიტიკური მანდატი, თქვენ გაქვთ ბიზნესსექტორის მხარდაჭერა, უპრობლემოდ თანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics