23:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 09:58:31, 973 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის განკარგულებით, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს გაიმართება

მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განკარგულება დღეს გამოსცა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან კონსულტაციებს მართავდა.

"საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის  პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. 

პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან მართავდა კონსულტაციებს, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics