|
2016-11-12 16:28:01, 772 ნახვა
საზოგადოება
NGO: ზვარეს ინციდენტი ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ქსენოფობიურ კონტექსტში გაშუქდა
პლატოფრმა „არა ფობია“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები მედიასაშუალებებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ფაქტების იმგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციისგან, რომლებიც იწვევს ან ახალისებს საზოგადოების დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ განწყობებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებულ საქართველოს და ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ ინციდენტს, რომლის გაშუქებაც ზოგიერთი მედიის მხრიდან ქსენოფობიურ კონტექსტში მოხდა. ინტერნეტ-სივრცეში დაპირისპირების შესახებ სხვადასხვა ონლაინ გამოცემები ინფორმაციას ავრცელებდნენ შემდეგი სათაურებით: „ზვარეში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - ჩინელებმა 4 ქართველი დანით თუ ცულით დაჭრეს.“; „ხარაგაულში ჩინელებმა ქართველი მუშები სცემეს“; „ქართველი მუშები ჩინელებმა არმატურით სცემეს-რა მოხდა ზვარეში“ და ა.შ. ხოლო ბეჭდურ მედიაში, კერძოდ კი გაზეთ „რეზონანსში“, გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ჩინური ტერორი ხარაგაულში“. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე ერთი თვით ადრე საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9“-მ ფეისბუკის ერთ-ერთ მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელა სტატია სახელწოდებით: “ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი მოკლეს, მისი ხორცი კი მიირთვეს.“ მიგვაჩნია რომ ზოგიერთმა მედიამ, ფაქტის გაშუქებისას, მთელი აქცენტი გააკეთა ინციდენტში მონაწილე პირთა და დაზარალებულთა ეთნიკურ წარმომავლობაზე და მომხდარი წარმოაჩინა, როგორც ჩინელების მხრიდან ქართველებზე ფიზიკური ანგარიშსწორება, რითაც მეორეხარისხოვანი გახდა ამ ინციდენტის რეალურ მიზეზების და მის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ცნობები. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად: „იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.“ ამავდროულად „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“სახელმძღვანელო რეკომენდაციები მაუწყებლის მიერ მრავალფეროვნების, თანასწორობის და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის შესახებ ასევე მიუთითებს, რომ „მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას, მათ შორის ცალკეული პიროვნებების საქმიანობის ასოცირებას მთელ ჯგუფთან.“ (მ.33, პ.1) მედიის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, „ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს ამათუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურმდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშიასაქმის არსთან.“ ამგვარად, როგორც კანონმდებლობა, ისე პროფესიული ეთიკის სტანდარტები მოითხოვს, რომ ჟურნალისტის და ზოგადად, მედიასაშუალებების ძალისხმევა მოვლენების სწორი და ობიექტური ანალიზისკენ, ასევე, დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ უნდა იყოს მიმართული და არა პირიქით, ახალისებდეს და კვებავდეს საზოგადოებაში არსებულ ქსენოფობიურ განწყობებს და სტერეოტიპებს. ჟურნალისტების მიერ საკითხის ქსენოფობიურ ჭრილში გაშუქებამ, სამწუხაროდ, უკვე გამოიწვია დისკრიმინაციული განწყობების გაღვივება მოსახლეობაში. მაგალითად, სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაიწყო კამპანია სახელწოდებით „არა ჩინურ ნაწარმს.“ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მაუწყებლებს და სხვა მედიებს, თავი შეიკავონ ფაქტების იმგვარი გადმოცემისა და ინტერპრეტაციისგან, რომლებიც იწვევს ან ახალისებს საზოგადოების დისკრიმინაციულ და ქსენოფობიურ განწყობებს, ხოლო სამართალდამცავმა ორგანოებმა ზემოაღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით უზრუნველყონ დროული, ობიექტური და ეფექტური გამოძიების ჩატარება“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF).
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)