15:23 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-12 16:00:32, 889 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ზეთისხილის ბაღების გაშენება გრძელდება

საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში,დედაქალაქში ზეთისხილის ახალი ბაღის გაშენება დაიწყო.

თბილისის მერიის განცხადებით, მახათას მთის შემდეგ, ზეთისხილის ბაღი თბილისის ზღვასთან, ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ მოეწყო.  ბაღში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი დაირგო. ზეთისხილის ბაღის მიმდებარედ ირგვება 12000 ელდარის ფიჭვი.

ზეთისხილის ნერგები თბილისის  მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან ერთად დარგო. ზეთისხილის ბაღის გამწვანების ღონისძიებაში მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთო.

„დღეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამწვანების აქცია ტარდება, რომლის ფარგლებში 9000 ძირი ზეთისხილის ნერგი და 12000  ფიჭვის ხე-მცენარე ირგვება. აქციაში თბილისის მერიის თითქმის ყველა სამსახური და დაქვემდებარებული უწყებაა ჩართული, ჩვენ ყველა ერთად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ეს ბაღი რამდენიმე წელიწადში თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეკოლოგიური თვალსაზრისით მიმზიდველი ადგილი იქნება  ძალიან დიდი სივრცით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ნინო სულხანიშვილის თქმით, ზეთისხილის ბაღების გაშენების ტრადიცია საქართველოში მე-19 საუკუნეში შეიქმნა.თბილისის კლიმატი და ზღვის მიმდებარე ტერიტორია  კი  ამ ტრადიციის წარმატებით განვითარების საშუალებას იძლევა.

ზეთისხილის ბაღების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია 4 წლის მანძილზე უზრუნველყოფს.

დედაქალაქი შემოდგომაზე სულ 80 000 ნერგით განაშენიანდება. საშემოდგომო  გამწვანების  პროცესი  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics