14:05 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-11 18:01:14, 3817 ნახვა

მსოფლიო
პარიზში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

საფრანგეთში, რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. აქციაზე 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირები იმყოფებიან. აქციას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამასთან,  მილიონიან მარშში მონაწილეობას მიიღებენ  უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკრო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

 პარიზში რუსეთის დელეგაციაც ჩავიდა,  რომელსაც სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. საფრანგეთში იმყოფება  ესპანეთისა და იტალიის პრეზიდენტებიც,  ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი დევიდ ქემერონი.  რაც შეეხება აშშ–ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას, თეთრი სახლის ინფორმაციით, ის სოლიდარობის აქციას არ დაესწრება. მის მაგივრად აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე გაემგზავრა.

შეგახსენებთ, 7 იანვარს "Charlie Hebdo"-ს ოფისზე მომხდარ  თავდასხმას, 12 ადამიანი  ემსხვერპლა, 11  კი, დაიჭრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics