|
2016-11-11 15:40:01, 731 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის მიმართებაში მკაცრი პოლიტიკა გაატაროს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა აშშ-ის ახალადრჩეულ პრეზიდენტს რუსეთის მიმართებაში მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდა, - ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, თუ რომელ მხარესაა. “ტრამპმა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომელ მხარესაა: კანონის, მსოფლიო წესრიგისა და დემოკრატიის მხარეს არის თუ მას ეს არ აინტერესებს და ის ერთგვარ მამაკაცურ მეგობრობას აყალიბებს”, - განაცხადა ონ დერ ლეიენმა. მისივე თქმით, პუტინთან საუბრისას არ შეუძლება ყირიმის ანექსიისა და ალეპის დაბომბვის დავიწყება. ამასთან, მინისტრი ტრამპს მოუწოდებს, ნატო-სადმი ბიზნესის მგავსი დამოკიდებულება ნუ ექნება. “ეს საწარმო არ არის. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც შესაძლებელია თქმა: წარსული არ მაღელვებს. ღირებულებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, შევხედავ, რამდენი ფულის გამომუშავებას შევძლებ და იქნებ სარფიანი გარიგება გამოვიდეს. ქვეყანას ასე არ მართავენ, ეს არც ნატო-ს პრინციპია” , - განაცხადა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)