|
2016-11-11 14:55:15, 779 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა
დღევანდელი დღე ცხოვრებაში არის რაღაცა ეტაპის დასასრული და იწყება ახალი, უკეთესი ეტაპი, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან დამშვიდობების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, წყდება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს გული, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გული სიხარულით აქვთ სავსე, რადგან ცხოვრების ახალ ეტაპს იწყებს. „უმჯობესია, პარლამენტის თავმჯდომარეობა ცხოვრებაში ერთხელ გამოსცადოს ადამიანმა. ბევრი სხვა საქმეა საკეთებელი ამ ქვეყანაში, მათ შორის ამ კედლებში. პოლიტიკაში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკოსი მზად უნდა იყოს, შესაძლოა, ხალხმა შემთხვევით პარლამენტშიც კი აირჩიოს ოდესმე“, - აღნიშნა უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილი მომავალ კვირას ჟურნალისტებთან გაფართოებულ შეხვედრას გამართავს. „შეხვედრაზე ვისაუბრებ დაწვრილებით მომავალი გეგმების შესახებ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)