|
2016-11-11 14:04:47, 686 ნახვა
საზოგადოება
კაპანაძე ლარის კურსზე: უმთავრესი მიზეზი მთავრობის მხრიდან იმ ფულის ხარჯვაა, რომელიც არ არსებობს
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სერგი კაპანაძე ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის უმთავრესი მიზეზი მთავრობის მხრიდან იმ ფულის ხარჯვაა, რომელიც რეალურად არ არსებობს. კაპანაძის თქმით, ლარის კურსის მკვეთ გაუფასურებას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. „ბოლო დღეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი მკვეთრად უფასურდება, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია, თუმცა ყველა მათგანი ხელისუფლების უმოქმედობასთანაა დაკავშირებული. ვხდავთ რომ ბოლო პერიოდში ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია. აქ საუბარი მხოლოდ ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირებაზე არაა. მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ქვეყანაში ნაკლები დოლარი შემოდის. ასევე, ის ნაბიჯები, რომელსაც კონკრეტულად მთავრობა დგამს - ისინი ხარჯავენ იმ ფულს, რომელიც რეალურად არ გააჩნიათ და ამასთან, იღებენ შიდა ვალს. ზოგადად ვალი, რომელიც ქვეყანას გააჩნია მთლიანი სიდა პროდუქტის 42%-ა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. რაც შეეხება შიდა ვალს, მან 168 მილიონით მეტი შეადგინა, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. რეალურად არ არსებული ფულის ხარჯვა, ლარის გაუფასურების პირდაპირი მიზეზია. ნაკლები ფული შემოდის და მეტი იხარჯება. ამას მოჰყვება ეროვნული ბანკის ინტერვენცია, რაც გასაგებია, რადგან მას სურს შეაკავოს გაუფასურება, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიდოში თითქმის 200 მილიონი ლარია დახარჯული. ლარის გაუფასურება მხოლოდ საგარეო ეფიმერული ფაქტების ბრალი არაა, ესაა კონკრეტული, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს. რაც ყველაზე ცუდია, არ ჩანს რომ მათ ეს გაცნობიერებული აქვთ და რაიმის შეცვალას აპირებენ. ამბობენ, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება“,-განაცხადა კაპანაძემ. კაპანაძის თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში გამოსავალი არათანაბარი ხარჯის შემცირება და შიდა ვალების აღების ტემპის დაგდებაა. „ჩვენ მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს უფრო აქტიურად დაიკავონ პოზიცია, როცა ხედავენ რომ ლარის გაუფასურება ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის ბრალია. გამოსავალი ამ არათანაბარი ხარჯის შემცირება, შიდა ვალების აღების ტემპის დაგდება და ხელისუფლების მხრიდან მთელ რიგ ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარის თქმაა“,-დასძინა კაპანაძემ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)