|
2016-11-10 14:05:00, 653 ნახვა
საზოგადოება
დევნილი ოჯახებისთვის თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დაიწყო
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა გაფართოებულმა კომისიამ, რომელიც თბილისში 400 დევნილი ოჯახისათვის ბინების გადაცემის საკითხს განიხილავს მუშაობა დაიწყო. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მუშაობის პროცესს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადგილზე გაეცნო. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე 400 ბინა ნაწილდება. „დაიწყო თბილისში ბინების განაწილების მორიგი ეტაპი დევნილებისთვის. ამჯერად 400 ბინა ნაწილდება. ამ 400 ბინიდან დაახლოებით 100 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებზე გადანაწილდება. დანარჩენი ბინები, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით ნაწილდება იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. ეს არის მორიგი ეტაპი, რომელიც ძალიან მალე გაგრძელდება და საშუალება იქნება, რომ თითქმის ყველა გაჭირვებული ოჯახს, ვისაც დღეს საცხოვრებელი არ აქვს ბინა გადაეცეს. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის განხილვა ხდება დეტალურად, გადაღებულია სურათები, რამდენჯერმეა ჩატარებული მონიტორინგი, რამდენჯერმეა მისული კომისია თითოეულ ოჯახთან და ამის მიხედვით, კომისიის სხდომაზე საერთო კონსენსუსის საფუძველზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად შეცდომის შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. (NS)
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)